კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი - კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა

ნახვები: 422 ურსულა ფონ დერ ლაიენი - კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლებას და აცხადებს, რომ კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„მივესალმები რუსეთში ტყვედ მყოფი ევროკავშირისა და აშშ-ის უდანაშაულო მოქალაქეებისა და სამართლიანი რუსი დემოკრატების გათავისუფლებას. კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ეს აჩვენებს მკვეთრ განსხვავებას. ეს არის დიდი სიხარულის მომენტი ყველასთვის, ვინც იბრძოდა მათი თავისუფლებისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა