კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პიტერ სტანო - საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ

ნახვები: 455 პიტერ სტანო - საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ

“უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.

სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, ხოლო კონტროვერსიული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს”.

სტანოს თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული”.

“[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ”, - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა