კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოლდოვამ ქვეყანაში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ნახვები: 434 მოლდოვამ ქვეყანაში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

მოლდოვის საგარეო უწყების განმარტებით გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გამოძიების შემდეგ, რომლის შედეგადაც შეგროვდა საკმარისი მტკიცებულება და ინფორმაცია, რომ "რუსი დიპლომატი მოლდოვაში მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა."

ცნობილია, რომ ეს ყოველივე მოლდოვის პარლამენტში ღალატის საქმეზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ორი ადამიანის დაკავებას მოყვა.

ეს მოლდოვის პარლამენტში ჩხრეკის შემდეგ ღალატის საქმეზე ორი ადამიანის დაკავებას მოჰყვა.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრეანგია. არსებული ინფორმაციით, ის დაიჭირეს კიშინიოვში რუსეთის საელჩოსთვის ინფორმაციის გადაცემის დროს.

მოლდოვის საინფორმაციო გამოშვება Newsmaker-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად ოლეგ ვასნეცოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღნიშნულ ქმედებას არამეგობრულად აღიქვამს და ასევე დასძინა, რომ "რუსეთი ყოველთვის პოულობს პასუხს."

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა