კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თელ ავივსა და იერუსალიმში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ

ნახვები: 540 თელ ავივსა და იერუსალიმში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ

თელ ავივსა და იერუსალიმში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. მძევლების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, გადადგეს, თუ შეთანხმებას ბოლომდე ვერ მიიყვანს.

დემონსტრანტებს ხელში ისრაელის დროშები და მძევლების სურათები ეჭირათ. ისინი სკანდირებდნენ, რომ სურთ, შეთანხმება მალე გაფორმდეს.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს მთავრობის პოლიტიკა, მათ შორის, ომები „ჰამასთან“ ღაზაში და მზარდი დაძაბულობა „ჰეზბოლასთან“ ლიბანში.

„მაგიდაზე დევს მძევლების გათავისუფლების შეთანხმება და ნეთანიაჰუ განზრახ ახორციელებს მიზანმიმართულ შეტევას ამის წინააღმდეგ. მან აირჩია სიტუაციის ესკალაცია, იმის ნაცვლად, რომ მიგვეღო შეთანხმება, რომელიც გადაარჩენდა სიცოცხლეს. ნეთანიაჰუ არის სასტიკი, უგულო ადამიანი, რომელმაც მიატოვა მძევლები“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა