კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს

ნახვები: 513 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51  ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორი  ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლის, ორი ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, ექვსი – სამცხე-ჯავახეთის, ორი -სამეგრელო-ზემო სვანეთის, ერთი – მცხეთა-მთიანეთის,  ხუთი – გურიისა და  ხუთი – იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 102,874 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების 1 ფაქტი კახეთში გამოავლინეს. შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 15 კუბური მეტრი სამასალე მერქანი  „საქმიან ეზოში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე  შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 481 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 458,784 კუბური მეტრი შეადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა