კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხელისუფლების დასაცავად

ნახვები: 532 ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხელისუფლების დასაცავად

მზარდი კრიტიკის მიუხედავად, ვენესუელის პრეზიდენტი ამბობს რომ, ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხელისუფლების დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. ნიკოლას მადუროს თქმით, 28 ივლისის შემდეგ 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ დაღუპულია 22 ადამიანი.

ვენესუელის პრეზიდენტმა სამხედროებთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა იმ კრიტიკაზე, რაც ბოლო პერიოდში მის მიმართ გაჟღერდა და გამოეხმაურა ევროკავშირში გაკეთებულ განცხადებებსაც.

„ევროკავშირი არის სამარცხვინო“, – თქვა მადურომ.

როგორც მადურომ განაცხადა, ის უპირისპირდება ვენესუელაში გადატრიალების მცდელობას.

ვენესუელის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ოპონენტები. მადურომ მათ ბინძური ვირთხები და ბოროტი ძალები უწოდა. ასევე, შეადარა ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინისა და ფრანცისკო ფრანკოს.

„მე არასდროს დავნებდები“, – თქვა მადურომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა