კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ამბობენ ერთს, აზროვნებენ მეორეს და აკეთებენ მესამეს-მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

ნახვები: 381 ამბობენ ერთს, აზროვნებენ მეორეს და აკეთებენ მესამეს-მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

ოთხი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. მათგან ერთ-ერთმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე კახა კუჭავამ პირადად მიმართა პარლამენტს.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„ნათელაშვილი-ხოშტარიას შემთხვევაში, წელიწადზე მეტია, ეს ადამიანები პარლამენტში არ ესწრებიან სხდომებს და კონსტიტუციის რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტჯერ არასაპატიო მიზეზით აცდენს სხდომას, ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. როგორც ვიცით, ასევე მათაც არ ჰქონდათ, ასევე არ აქვთ სურვილი პარლამენტში მუშაობის.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, დამდგარი არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია, კანონიერ ძალაში და აქაც ვალდებულება გვაქვს, რომ კომიტეტზე შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კახა კუჭავას, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო როგორც პოსტის დატოვება, ასევე პარლამენტის დატოვება და მის განცხადებასაც მივიღებთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე: დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარ ამას ვერ შეაფასებს.

„წინასწარ ამას ვერ გეტყვით, რადგან კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებაზეა და შემდეგ საბოლოოდ ამას გადაწყვეტს პარლამენტი. ერთი რამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ოპოზიციონერი დეპუტატები დაახლოებით ერთი წლის წინ ამბობდნენ, რომ ისინი არ შემოვიდოდნენ პარლამენტში და არ იმუშავებდნენ. ასეც გააკეთეს და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენი ჩათვლით, მოვუწოდებდით, რომ მათი ვალდებულება შეესრულებინათ. მეტიც ოფიციალური განცხადებებიც კი დაწერეს ყველამ შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ თავის დროზე არ დავაკმაყოფილეთ, რადგან გავითვალისწინეთ გარკვეული პოლიტიკური პროცესები. დღეს, ახლა, როდესაც აცხადებენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით შეიძლება მოხდეს უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის არასერიოზული, არათანმიმდევრული და კომიკურიც, ზუსტად ამის გამო, რომ საზოგადოებას არ აქვს არანაირი ნდობა ასეთი ტიპის ოპოზიციის მიმართ. როდესაც ამბობენ ერთს, აზროვნებენ მეორეს და აკეთებენ მესამეს, ეს არის მოცემულობა. რა თქმა უნდა, კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას და თქვენ გეცნობებათ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა