კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99 პროცენტი მოიპოვა

ნახვები: 553 აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99 პროცენტი მოიპოვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99% მოიპოვა. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ხუთდღიანი ელექტრონული ხმის მიცემის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კამალა ჰარისი იყო ერთადერთი კანდიდატი ელექტრონულ კენჭისყრაში. ახლა მისი კანდიდატურა ოფიციალურად პარტიის ეროვნულ ყრილობაზე უნდა დადასტურდეს. ყრილობა 19 აგვისტოს დაიწყება.

დაახლოებით 4 500 დელეგატმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხმის მიცემა გასულ კვირას დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი კი ორშაბათს დასრულდა.

კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა