კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისურის შტატის შუამდგომლობა, გაუქმებულიყო დონალდ ტრამპის განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს უკავშირდება

ნახვები: 510 აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისურის შტატის შუამდგომლობა, გაუქმებულიყო დონალდ ტრამპის განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს უკავშირდება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისურის შტატის შუამდგომლობა, გაუქმებულიყო დონალდ ტრამპის განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას უკავშირდება.

მისურის შტატი სარჩელში ამტკიცებდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე არღვევს ამომრჩეველთა უფლებას აშშ-ის კონსტიტუციით, რომ მათ „მოისმინონ და ხმა მისცენ საპრეზიდენტო კანდიდატს“.

სარჩელი მისურის გენერალურმა პროკურორმა ნიუ-იორკის შტატის წინააღმდეგ 3 ივლისს შეიტანა. Შტატებს შორის სამართალწარმოება უშუალოდ უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, გამოძიების მტკიცებით კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.

თავად დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა