კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეთიუ მილერი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინა აშშ-ის პოლიტიკას არ არღვევს

ნახვები: 508 მეთიუ მილერი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინა აშშ-ის პოლიტიკას არ არღვევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია.

”ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან - არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, ”- აღნიშნა მილერმა.

ამასთან, კითხვაზე, არღვევს თუ არა უკრაინული ძალების ქმედებები კურსკის ოლქში აშშ-ის აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმის შესახებ, მეთიუ მილერმა უპასუხა :

"მე ასე ვიტყოდი. ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და იმ ქმედებებით, რომლებსაც უკრაინელები დღეს ახორციელებენ, ისინი არ არღვევენ ჩვენს პოლიტიკას", - აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა