კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

20 959 ტესტი და 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში - 9 დეკემბრის ეპიდსტატისტიკა

ნახვები: 388 20 959 ტესტი და 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში - 9 დეკემბრის ეპიდსტატისტიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის სტატისტიკა წარმოადგინა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 20 959 ტესტი, აქედან 13 166 ანტიგენი და 7 793 PCR.

შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 174 383-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 145 287-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 614 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში - 489, იმერეთში - 823, ქვემო ქართლში - 372, შიდა ქართლში - 381, გურიაში - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 377, კახეთში - 328, მცხეთა-მთიანეთში - 143, სამცხე-ჯავახეთში - 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 025, აჭარაში - 998, იმერეთში - 1 325. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 159, იმერეთში - 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 31, იმერეთში - 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 - თბილისში, 1 846 - აჭარაში, 393 - იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 126 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -302, აჭარაში - 204, ხოლო იმერეთში - 27.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 109 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 430 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 183 პირი, აჭარაში - 10 441, იმერეთში - 5 409," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა