კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება

ნახვები: 494 კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს.

„ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა დაადასტურეს, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნავენ „ეიბისი“-ში.

მანამდე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს: 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსზე“, 10 სექტემბერს „ენბისიზე“, ხოლო 25 სექტემბერს „ეიბისიზე“.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჰარისმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მანამდე დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა აღნიშნული დებატების ჩატარების საკითხი. კამალა ჰარისმა მანამდე განაცხადა, რომ ის თანახმა იყო, დებატები კვლავ 10 სექტემბერს, „ეიბისის“ ეთერში შემდგარიყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა