კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ

ნახვები: 481 „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულები შიმშილობას აანონსებენ. როგორც გაფიცულები აცხადებენ, ისინი უვადო შიმშილობას იწყებენ, ხოლო შიმშილობის დაწყების თარიღთან და ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ.

მათივე თქმით, გაფიცულები შიმშილობას შეწყვეტენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოთქვამს მზაობას, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც გაფიცულებს აწუხებს და, ამასთან, დაიწყებს მოლაპარაკებებს.

“ევოლუშენს” არ მივცემთ იმის შესაძლებლობას რომ ჩვენი პროტესტი სხვადასხვა ფორმატი გამოიყენოს დასაქმებულების დასაპირისპირებლად. სწორედ, ამიტომ ვცვლით ფორმატს და გადავდივართ შიმშილობაზე”, - აცხადებენ გაფიცულები.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ პროცესებში და არ დაუშვან 20-25 წლის ადამიანების შიმშილობა.

“სოლიდარობის ჯაჭვის პროცესი დროებით ჩერდება. დამსაქმებელმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა გამოიყენა და პროვოცირებს იმით, რომ კომპანია ქვეყნიდან გავა. დამსაქმებელმა ეს ტყული ერთი დღეც ვერ შეინარჩუნა. ამბობდა, გავედიო და დარჩა, თურმე მაგიდებს ამატებს და მშვენივრად მუშაობს. ჩვენ დროებით ვწყვეტთ სოლიდარობის ჯაჭვს და ვიწყებთ შიმშილობას”,- აცხადებენ გაფიცულები.

შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.

„ევოლუშენ ჯორჯიას” განცხადებით, თუ კომპანიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა, რათა შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა