კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

ნახვები: 484 სალომე ზურაბიშვილი - შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

შაჰინთან და ტერნერთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება.

მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, - წერს ზურაბიშვილი.

სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენი მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა