კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პარიზი 2024 | ჩვენმა დელეგაციამ ოლიმპიადაზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ნახვები: 539 პარიზი 2024 | ჩვენმა დელეგაციამ ოლიმპიადაზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.

პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)

ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)

თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)

კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)

საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ.

პარიზის ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი კი შეერთებულმა შტატებმა აჩვენა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქრო, 44 ვერცხლი და 42 ბრინჯაოა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა