კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას!

ნახვები: 558 ლევან ხაბეიშვილი - ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას!

მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა - ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მან საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი „26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ“.

„მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა. ნიკა მელიას თავს რომ დაესხნენ, ამით სამტრედიელებს ხვალიდან ხელფასი და შემოსავალი მოემატებათ, თუ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება?! რამე გაიაფდება და შეღავათი მიეცემა ხალხს?!

ცხადია პასუხი არის - არა! უბრალოდ სხვა რამის შემოთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც მმართველობის 12 წელი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა!

არ მოგბეზრდათ ეს სამარცხვინო მდგომარეობა?! არ მოგბეზრდათ ძალადობა და ასეთი "შოუების" ყურება?! არ გინდათ ხელიხელ ჩაკიდებულებმა ჩვენს სამშობლოზე ვიზრუნოთ?! - ცხადია ყველას გვინდა! ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ! ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკას!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა