კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ დაუშვილი - „დემოკრატიის ფესტივალში“ შეგნებულად არ ვმონაწილეობთ, კითხვებს ბადებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროცესის ორგანიზება და „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობა

ნახვები: 528 მიხეილ დაუშვილი - „დემოკრატიის ფესტივალში“ შეგნებულად არ ვმონაწილეობთ, კითხვებს ბადებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროცესის ორგანიზება და „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობა

„დემოკრატიის ფესტივალში“ შეგნებულად არ ვმონაწილეობთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობა არასწორია, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.

„სამწუხაროდ, გარკვეულ კითხვებს ბადებს, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ პროცესის ორგანიზება, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობა, თუმცა ვერანაირად ვერ დავდებ ბრალს თვითონ დანიის სახელმწიფოს. ეს არის მხოლოდ მათი დაფინანსება, როგორ განიკარგება თანხა, ამას კონკრეტული ორგანიზაცია წყვეტს. დანიის სახელმწიფოს მხრიდან ეს ჩარევად არ მიმაჩნია. კითხვა ჩნდება, ეს არის რიგითი საქმიანობა კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც თანხას განკარგავს თუ წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა. ჩვენს გეგმავს მივყვებით და სადღაც „ნაცმოძრაობა“ რომ შეიკრიბა, იქ რატომ უნდა ვმონაწილეობდეთ?“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

თელავში 3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“  (EECMD)  ორგანიზებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება დანიური მხარის მიერ არის დაფინანსებული.

„დემოკრატიის ფესტივალი“ 27 ივლისს წალენჯიხაშიც ჩატარდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა