კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - „კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისია, ახლა ცხადია, რა იქნება მისი დასასრული, ისევ კურსკი

ნახვები: 1016 ვოლოდიმირ ზელენსკი - „კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისია, ახლა ცხადია, რა იქნება მისი დასასრული, ისევ კურსკი

„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისია, ახლა ცხადია, რა იქნება მისი დასასრული, ისევ კურსკი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციაზე ისაუბრა და ზუსტად 24 წლის წინ ჩაძირულ წყალქვეშა ნავ „კურსკთან“ გაავლო პარალელი.

„ჩვენ ვიცით, როგორ გავაძლიეროთ უკრაინა და რა დაგვეხმარება სამართლიანობის მიღწევაში. ჩვენ ვხედავთ, რუსეთი პუტინის მმართველობის დროს რა მიმართულებით მიდის: 24 წლის წინ იყო „კურსკის“ კატასტროფა – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა ჩვენ ვხედავთ, რა იქნება მისთვის დასასრული – ისევ კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის ემართებათ მათ, ვისაც სძულთ ადამიანები და ნებისმიერი კანონი. უკრაინას მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ მშვიდობას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის მოხსენების შესახებ, რომელშიც ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრს.

„ეს არის, კერძოდ, ის ტერიტორიები, საიდანაც რუსეთმა სუმის რეგიონზე თავდასხმები დაიწყო. პირველი ივნისის შემდეგ იყო თითქმის 2100 თავდასხმა სუმის რეგიონის ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენი ოპერაციები მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების, საზღვრის ტერიტორიის რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების საკითხია. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცსა და ოფიცერს გამბედაობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა