კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ​ოპოზიციური პარტიები

ნახვები: 393 კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ​ოპოზიციური პარტიები

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები, მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ აბულინგოს ტელევიზიებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა ის მწარე გამოცდილება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდა.

„რა მიიღეს ამით – ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავზე, საკუთარი პარტიის წარმომადგენელზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, როგორ უნდა იმოქმედო, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგალითად, ელისაშვილის პარტიის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი, თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა