კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია

ნახვები: 551 პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია

ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ აგვისტოს ომის გამოძიებას და "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა.

„რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არ არის ზოგადი განცხადება. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, არ იყოს ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში. ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში დოკუმენტების როლს, რა თქმა უნდა, როგორც ერთი (ტალიავინის დასკვნა), ისე მეორე ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა. ერთ შემთხვევაში პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამით მათ აღიარეს ომის დაწყება. ეს ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულებაა მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, ხელმოწერას როგორც ასეთი პროცედურა არ ითვალისწინებდა, მაგრამ დაეთანხმნენ მტკიცებულებებს და დასკვნებს, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა იმისთვის, რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამხელა ზიანი მიაყენა ქვეყანას 2008 წელს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა