კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომებია მიღებული

ნახვები: 387 კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომებია მიღებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

„პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორი განვითარება მოჰყვება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, ევროკავშირი დეტალურად და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. უკვე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული. ამისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა