თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სააკაშვილი - დაგპირდით, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი და აქ ვარ, უსამართლო პატიმრობაში

ნახვები: 904 მიხეილ სააკაშვილი - დაგპირდით, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი და აქ ვარ, უსამართლო პატიმრობაში

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ - დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას წარუდგინა.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი, მონობაა და სიღარიბე.

“ჩემო ამაყო, გაუტეხელო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ხალხო, თავისუფლების, გამარჯვების გეგმების განხორციელების დრო მოვიდა. არასდროს ყოფილა არჩევანი ისეთი მკაფიო, როგორც დღეს. ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი მონობაა, სიღარიბე და შიშში - ცხოვრება რუსეთთან ერთად. ერთ მხარესაა ჩვენი ერთიანობა, ერთ მუჭად შეკვრა, მთლიანი საქართველო და მეორე მხარესაა „ქართული ოცნების“ სიძულვილი, დაპირისპირება, ხალხისგან დაცლილი, დაქუცმაცებული საქართველო. ერთ მხარესაა ოჯახების პრობლემებზე მზრუნველი მთავრობა და მეორე მხარეს „ქართული ოცნების” კრიმინალური, კორუფციული კლანი, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება. პრობლემები ნამდვილად ბევრია, მაგრამ არა დაუძლეველი. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ. მე დაგპირდით საქართველოს კორუფციის და კრიმინალის გარეშე, მე დავამარცხე კორუფცია და კრიმინალი. მე დაგპირდით ნიჭსა და დამსახურებაზე მორგებულ წესრიგს, 20 წელია ქართველმა ახალგაზრდებმა არ იციან რა არის უნივერსიტეტში ჩაწყობით მოხვედრა. არ იციან უსამართლობისთვის თავის დახრა, ამიტომ იბრძვიან ასე თავგანწირვით საკუთარი ევროპული მომავლისთვის. დაგპირდით საქართველოს ევროპაში და განვახორციელე რეფორმები, რის შედეგადაც უვიზო მიმოსვლა მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. გპირდებოდით ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ჩემი პრეზიდენტობის დროს დოლარში გამოსახული ეკონომიკა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. განახლდა ქალაქები და დაიგო გზები, მოვიდა შუქი და აშენდა უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულებში ერთად აღებული. დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. გვინდა, ქვეყანაში ფული შემოვიდეს, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ოჯახების შემოსავალი გაიზარდოს. გვინდა, ფასებმა დაიწიოს, ადამიანი მაღაზიაში თამამად შედიოდეს. გვინდა ოჯახები ერთიანდებოდეს და არ იხლიჩებოდეს სიღარიბის და ემიგრაციის გამო. გვინდა, სოციალური სამართლიანობა დამკვიდრდეს, ადამიანი, პენსიონერო ბანკის ვალმა არ დაახრჩოს. გვინდა, მეტი ბავშვი იბადებოდეს, ახალგაზრდებს სწავლის, მუშაობის, გეგმების განხორციელების შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდეს. გვინდა, ყოველ მოქალაქეს ევროპული განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უსაფრთხოება ჰქონდეს, პენსიონერს თუ სტუდენტს, შშმ პირს თუ სოციალურად დაუცველს ხვალინდელი დღის არ უნდა ეშინოდეს. გვინდა, სოფლები და ქალაქები სიცოცხლით იყოს სავსე, წყალმომარაგება, გზები მოწესრიგდეს, ქალაქები გამწვანდეს, საცობებისგან გათავისუფლდეს. გვინდა, ევროპის კავშირის წევრი, ერთიანი და მთლიანი საქართველო. ეს მომავალი იწყება “ქართული ოცნების” დამარცხებით, ერთიანობით, აირჩიე ერთიანობა ”, - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა