კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ნახვები: 460 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას და Vector -ის დრონებს მოიცავს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, დახმარების ფარგლებში უკრაინა მიიღებს: IRIS-T SLS-is საჰაერო თავდაცვის სისტემას, 155 მმ-იანი კალიბრის 14 ათას ტყვიას, 10 უეკიპაჟო ხომალდს, Vector -ის ტიპის 16 დრონს სათადარიგო ნაწილებით, მასალებს ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებლად, Bergepanzer 2-ის ტიპის სარემონტო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას სათადარიგო ნაწილებით, 55 ათას პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებს, MK 556 ტიპის 700 საიერიშო შაშხანას, HLR 338 ტიპის მაღალი სიზუსტის 10 შაშხანას ვაზნებით, CR 308 ტიპის 50 შაშხანას.

გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯა, დაახლოებით, 5 მილიარდი ევრო (2023 წელს) და დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო (2022 წელს). კიდევ დაახლოებით 2.9 მილიარდი ევრო გამოიყო ომის პირველ ორ წელს იმ მარაგებისთვის, რომელსაც უკრაინა 2025-2028 წლებში მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა