თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნათია თურნავა - ეს სამი წელი იყო ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო, მაგრამ რთული

ნახვები: 426 ნათია თურნავა - ეს სამი წელი იყო ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო, მაგრამ რთული

ეს სამი წელი არ იყო მარტივი, იყო ძალიან საპასუხისმგებლო, რთული, მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ წლების მანძილზე შეიქმნა იმის მყარი საფუძველი, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, მადლობა სამინისტროს გუნდს, მის გვერდით ვიმუშავე სამი წლის განმავლობაში. ჩემთვის მართლაც პატივი იყო ის ნდობა, რაც მე გუნდმა გამომიცხადა, სამი წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ მაღალ საპატიო თანამდებობაზე, ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ეს იყო მართლაც რთული წლები და რაც მთავარია, შეიქმნა იმის მყარი საფუძველი, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი, მას წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, პრემიერმა ბრძანა, ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული იყო. მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავანდობ საზოგადოებას. ასევე დიდი მადლობა მედიას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა