თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან დავითაშვილი - მოსახლეობასთან გვაქვს ვალდებულება, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ

ნახვები: 446 ლევან დავითაშვილი - მოსახლეობასთან გვაქვს ვალდებულება, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ

ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება მოხდეს.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, მისი, როგორც ეკონომიკის ახალი მინისტრის, ერთ-ერთი ამოცანაა, მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა, რაც იყო აუცილებელი სოფლის მეურნეობის თუ გარემოს დაცვის მიმართულებით, რომ სამინისტროს წარმატებით ემუშავა. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის ჩართულობის გარეშე, ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას იმ წარმატებული მუშაობისთვის, რომელიც როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით.

პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით, ერთი მხრივ, ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა, თუმცა გვაქვს დიდი ამოცანები, გეგმები და ასევე, ვალდებულება მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და გარდა ამისა, შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები მოქალაქეებისთვის, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან. ასევე, მინდა წარმატებები ვუსურვო ოთარ შამუგიას, რომელიც სამინისტროს გუნდის გამორჩეული წევრია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით შეასრულებს თავის მოვალეობებს, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა