კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, სენატორ კრის მერფს შეხვდა

ნახვები: 593 თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, სენატორ კრის მერფს შეხვდა

დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად სენატორ, კრის მერფს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სენატორი, კრის მერფი „ძალიან გავლენიანი სენატორია და ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია“.

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის „ლიდერშიფს“ ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის, ქართველი ხალხისათვის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობისათვის, რომელიც აუცილებლად სხვა ხარისხში გადავა მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ საქართველოს ეყოლება პროდასავლური, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება.

პარტიის თავმჯდომარე, ასევე, ამბობს, რომ სენატორ კრის მერფთან საუბარი იყო იმაზე, „თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში, ისევე როგორც სენატის მხრიდან ივანიშვილის და მის გარემოცვაზე სანქციების დაწესება“.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთანერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

მათივე ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გახსნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა