კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას-იაგო ხვიჩია

ნახვები: 646 „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას-იაგო ხვიჩია

„ნაცმოძრაობის" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეხსნა პარტიის სია, მერე თვითონ შემოვიდა პარლამენტში და სხვები ვერ შემოდიან, დღეს მაინც არავის უნდა აღიარება, რომ არასწორი იყო ამის გაკეთება, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, „ლელოს" და „ლეიბორისტებს" დაფინანსება შეუწყდებათ, შეიძლება დასჯაც იყო, თუმცა საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ.

„დასჯაც შეიძლება იყოს, მაგრამ რატომ უნდა გაიხადო თავი ასე? ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს კოლეგებს, როცა დალაგდნენ და სიმაღლის მიხედვით მიდიოდნენ სიების ჩასახსნელად ხელმოწერაზე. იმ თავმჯდომარეებმა ჩახსნეს სიები, ვინც თვითონ შემოვიდნენ მერე პარლამენტში. ახლა გამოვიდა, რომ მათი ქმედებების გამო, მათი თანაგუნდელები, რომელსაც არაფერი დაუშავებიათ, განცხადებაც კი არ დაუწერიათ ამის შესახებ, ვერ შემოდიან. ამ თვალსაზრისით არის უსამართლო და არაკონსტიტუციური, რომ შენს ნაცვლად მიიღო ვიღაცამ გადაწყეტილება. მაგალითად, „ნაცმოძრაობის" პარტიის თავმჯდომარემ, ვაშაძემ მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე ჩაეხსნა „ნაცმოძრაობის" სია, მერე თვითონ შემოვიდა პარლამენტში და სხვები ვერ შემოდიან. ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", დაახლოებით ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას. ჩვენ როცა ვეუბებიდით, მაშინაც არ გვპასუხობენენ. ახლა დადგა ეს ფაქტი, რეალურად შევეჩეხეთ ამას პირისპირ და მაინც არავის უნდა აღიარება, რომ არასწორი იყო ამის გაკეთება", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა