კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ქობულეთის ოფისი გახსნა

ნახვები: 499 პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ქობულეთის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ქობულეთის ოფისი გახსნა. ამისშესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ავრცელებს.

ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ქობულეთის მოსახლეობას გააცნო „კოალიცია ცვლილების” ხედვები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.

მისივე თქმით, კოალიცია ყველა სხვა პარტიისგან სიტყვის ერთგულებით, თანმიმდევრობით, პრინციპულობითა და ხედვებით განსხვავდება; ხედვები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს და შეიყვანს.

„ჩვენი გვაქვს საშუალება ბევრი ადამიანის გაერთიანების. კოალიცია „ცვლილებებს“ აქვს ქობულეთში ოფისი და მალე მთელ აჭარაში ექნება გამარჯვების შტაბები. ჩვენი კოალიცია გადაიქცევა ცვლილებების მთავარ სიმბოლოდ. პრობლემებს, რომლის წინაშეც დააყენა ივანიშვილმა საქართველო ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ახალი მიდგომებით. გვჭირდება რწმენის გაძლიერება, უნდა დავიჯეროთ რომ ვართ გაცილებით ძლიერები, ვიდრე მოწინააღმდეგეს სჯერა. წელს, ბევრი ადამიანი „ქართულ ოცნებას“ ზურგს აქცევს. მოვიკრიბოთ ძალები! ჩვენი კოალიცია სექტემბრიდან დაიწყებს კამპანიას - ღირსებით სიმართლით. ჩვენ განვსხვავდებით ყველა სხვა პარტიისგან, ჩვენ არ ვიბრძვით მანდატებისთვის, არამედ გვსურს ცვლილება. ჩვენ შეგვიძლია სიტყვის ერთგულება, თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს და ამ ქვეყანას ევროკავშირში შევიყვანთ. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის ცვლილებები; ცვლილებები, რომელიც უნდა აისახოს ხალზე“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს აჭარის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა