კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა

ნახვები: 504 ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა. როგორც გამგზავრებამდე მოდიმ განაცხადა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას გეგმავს.

ინდური მედიის ცნობით, ნარენდრა მოდი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავიდა.

ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.

ინდოეთის პრემიერი უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.

უკრაინაში ნარენდრა მოდის ვიზიტი მას შემდეგ იმართება, რაც ის 8-9 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, რასაც აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა