კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - ვერაფერს აკრძალავენ, ვერაფერს გააუქმებენ, „ქართული ოცნება“ ვერც საკონსტიტუციო და ვერც უბრალო უმრავლესობას მოიპოვებს

ნახვები: 504 პეტრე ცისკარიშვილი - ვერაფერს აკრძალავენ, ვერაფერს გააუქმებენ, „ქართული ოცნება“ ვერც საკონსტიტუციო და ვერც უბრალო უმრავლესობას მოიპოვებს

ვერაფერს აკრძალავენ, ვერაფერს გააუქმებენ. ეს ადამიანები ვერც საკონსტიტუციო და ვერც უბრალო უმრავლესობას მოიპოვებენ. ასე რომ, ნურაფრის გვეშინია, გავერთიანდეთ, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, მისი წევრებისთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერება ლოგიკურად მიიჩნია.

მისივე თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ რაღაცას გააუქმებენ, გააქრობენ.

„არ დავხარჯოთ ძალისხმევა, გადავამოწმოთ ჩვენი საცხოვრებელი მისამართები - რამდენი ადამიანია მიწერილი, ამოვწეროთ ყველა ეს ადამიანი, რომ მანიპულაციის საშუალება რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს წავართვათ. არჩევნების დღეს არ უნდა დაგვეზაროს და საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდეთ, რათა ხმა დემოკრატიულ ოპოზიციას მივცეთ. იმ პარტიებს, რომლებიც ხმას ჩვენს ევროატლანტიკურ განვითარებას უჭერენ და პირველ რიგში, ასეთი პარტია არის „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“.

საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვინმეს აკრძალავენ, რამეს გაუქმებენ. „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, იმ დღიდან მოყოლებული არის საქართველოს მომავალზე, იდეოლოგიაზე, ევროატლანტიკურ განვითარებაზე დაფუძნებული. მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ამ ქვეყანაში ცხოვრობდა, არსებობდა, დღესაც არის და მომავალშიც იქნება, ისინი მილიონობით ადამიანს ამ ქვეყნიდან ვერ გააქრობენ და იდეას ვერ გააუქმებენ. თუ საბუთებს წაგვართმევენ, იუსტიციის სამინისტროში არ დაგვარეგისტრირებენ ან რაღაც ბრძანებულებას გამოსცემენ, რის მიხედვითაც ეს პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ არსებობს, ამის შიში ნუ გვაქვს, ახალი დაფუძნდება. თავისთავად აბსურდია იმაზე საუბარი, რომ რაღაცას გააუქმებენ, გააქრობენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა