კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათელაშვილს დროულად უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უფრო ადრე შემოსულიყო პარლამენტში-მიხეილ დაუშვილი

ნახვები: 319 ნათელაშვილს დროულად უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უფრო ადრე შემოსულიყო პარლამენტში-მიხეილ დაუშვილი

პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლაზე „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო.

მისივე თქმით, მას ამომრჩევლის, მოქალაქეების ინტერესები უნდა დაეცვა და დროულად შესულიყო საკანონმდებლო ორგანოში.

„როდესაც მოქალაქეებმა მას მხარი დაუჭირეს, მისცეს უფლება და თან დააკისრეს პასუხისმგებლობა პარლამენტში შემოსულიყო, თავისივე ამომრჩევლის, მოქალაქეების ინტერესები და უფლებები დაეცვა, კეთილი უნდა ენებათ და დროუალდ შემობრძანებულიყო პარლამენტში. გუშინ არ უნდა გახსენებოდა, რომ რადგან რაღაც ხდება, რაც მის ინტერესებში არ შედის, ამის გამო გადაწყვიტა. უფრო ადრე უნდა შემოსულიყო. ის პასუხისმგებლობა, რაც მოქალაქეებმა დააკისრეს, დროულად უნდა აეღო საკუთარ თავზე", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საკითხზე საუბრისას მიხეილ დაუშვილმა ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას.

როგორც დაუშვილი ამბობს, პარტია „საქართველოსთვის" შალვა ნათელაშვილისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე, იმის ფონზე, რაც ხდება, როგორი პოლიტიკური კრიზისიც არის დღეს ქვეყანაში, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ არც ნათელაშვილის და არც ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტას", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა