კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება

ნახვები: 528 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება

უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასიური დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება დარტყმისა და ნამსხვრევების ვარდნის ადგილებში უკრაინის იმ ოლქებში, რომლებშიც თავდასხმა განხორციელდა.

„სამწუხაროდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, დაიღუპა 4 და დაშავდა 16 ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 90-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები.

„ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა