კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ორი ტელეკომპანიის და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ნახვები: 435 სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ორი ტელეკომპანიის და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ორი ტელეკომპანიის და დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი აცხადებს, ტელეკომპანიების „მთავარი არხისა" და „ფორმულას" ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის, ფულის მოპარვის სქემებთან დაკავშირებით და „ქოლ-ცენტრებთან" შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რაც სიცრუეა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და რეპუტაციას, რის გამოც სასამართლოს მიმართავს.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ას უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანიების „მთავარი არხისა" და „ფორმულას" ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ.

გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლ-ცენტრებთან" შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა" და „ფორმულას" ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

აღნიშნული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა" და „ფორმულას", ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.

განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე", - ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა