კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელ კაცი - საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ

ნახვები: 487 ისრაელ კაცი - საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ

საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ იერიშებს.

„საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, მათ შორის, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი ევაკუაციისა და ნებისმიერი სხვა საჭირო ნაბიჯის გადადგმით. ეს ყველა გაგებით ომია“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, ჯენინში, ტულკარემსა და დასავლეთ სანაპიროს სხვა რაიონებში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ქსელის განადგურების მიზნით მოქმედებენ.

ცნობისთვის, პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, დღეს, დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის იერიშების შედეგად, 10 პალესტინელი დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა