კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლატვიის საგარეო მინისტრი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა

ნახვები: 523 ლატვიის საგარეო მინისტრი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა

ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა საქართველოს წახალისებისთვის.

„კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა