კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეუფე გრიგოლი - 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება, სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო - ამაზე მეტი, რა გითხრათ?!

ნახვები: 545 მეუფე გრიგოლი - 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება, სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო - ამაზე მეტი, რა გითხრათ?!

2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი, რა გითხრათ?! - ასე უპასუხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა მედიის კითხვას, რომელიც ახლა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე ხელისუფლების შეთავაზებას ეხება.

როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, ამ საკითხზე დეტალები არ იცის და კონკრეტულად შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს.

კითხვას, შეექმნება თუ არა ეკლესიას საფრთხე, მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია კონსტიტუციის დონეზე თუ დარეგულირდა, მან ასე უპასუხა:

„როდესაც გამოცხადდა ასეთი კონსტიტუციური შეთანხმების თემა გადაწყვეტილად, რომ ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო,მანამდე ყველა საკითხი იქნა გავლილი და საუკეთესო იქნა შერჩეული. მოითმინეთ, მე არ ვიცი, რას გვთავაზობს. რომ გამოვალ გეტყვით. გავარკვევ, რას გვთავაზობენ და გეტყვით პასუხს, ისე არ წავალ. გითხარით, 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი, რა გითხრათ?! მაშინ, რა უნდა ყოფილიყო პატრიარქის პოზიცია? - რაც ხელმოწერილი იქნა ის იყო”, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა