კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა ობოლაძე - მაშინ, როდესაც ოპოზიციის გაუქმება დაანონსდა, სწორია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, ბრძოლის გზა

ნახვები: 501 ნიკა ობოლაძე - მაშინ, როდესაც ოპოზიციის გაუქმება დაანონსდა, სწორია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, ბრძოლის გზა

მაშინ, როდესაც ივანიშვილმა ოპოზიციის გაუქმება დააანონსა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აგენტებად გამოაცხადებს, სწორია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, ბრძოლის გზა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როდესაც გაუქმდება „რუსული კანონი“ და არავის მოუწევს არც დარეგისტრირება და არც თქმა, რომ ვინმეს აგენტია.

„26 ოქტომბერს აუცილებლად დადგება დღე, როდესაც გაუქმდება რუსული კანონი და არავის მოუწევს არც დარეგისტრირება და არც იმის თქმა, რომ ვინმეს აგენტია, მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს ესე არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა სწორია გზა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა დააანონსა ოპოზიციის გაუქმება, დააანონსა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოაცხადებს აგენტებად, ამ დროს სწორი გზა არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზა, სწორი გზა არის ბრძოლის გზა და სწორი არის, რომ 26 ოქტომბერს შევცვალოთ და ნორმალურ ქვეყანაში გავიღვიძოთ და არავის არ მოუწიოს მსგავსი რაღაცის გაკეთება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა