კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლებზე - ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ - ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა?

ნახვები: 527 ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლებზე - ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ - ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა?

ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა? - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელია ამბობს, რომ უცხოური ქვეყნებიდან დაფინანსება სახელმწიფო უწყებებსაც აქვთ და სვამს კითხვას, რატომ ხდება მხოლოდ გარკვეული ჯგუფების გამოყოფა?

„დამისახელეთ რომელიმე სახელმწიფო უწყება, რომელსაც არ ჰქონდეს უცხოური ქვეყნის 20% დაფინანსება. ასეთ უწყებას ვერ ნახავთ. საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს ევროკავშირის დახმარება; სახელმწიფო ორგანოებს აქვთ USAID-ის მხარდაჭერა. უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლები არიან? რატომ ხდება ერთი კატეგორიის ა(ა)იპ-ი ორგანიზაციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის გამოყოფა? ესაა პრობლემა. მაშინ, ყველას დაარქვან ეს სახელი, რატომ თვითონ არ ირქმევენ? რატომ ხდება გარკვეული ჯგუფის გამოყოფა? დაფინანსების, მხარდაჭერის მიღება არის თავისთავად უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებლობა? ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა?“- განაცხადა ბესელიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დღეს სხდომაზე ენათმეცნიერმა დაადასტურა, რომ სიტყვები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ მტრული შინაარსის მატარებელია.

„ითქვა [სხდომაზე] რა ასოციაციას იწვევს ადამიანში - მტრულს, საშიშს, ნეგატიურს, შემაშინებელი თანწყობაა ამ სიტყვებში, როდესაც საუბარია უცხო ქვეყნის გავლენის ორგანიზაციებზე, ამიტომაც თქვა, რომ ეს არის მტრული შინაარსის მატარებელი. ერთადერთი, ვისაც ეს კანონი მოსწონს, რუსეთია. საბედნიეროდ, ცოტანი არიან“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სარჩელის მომზადება პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება იყო, ახლა კი ჯერი სასამართლოზეა.

„მჯერა-არ მჯერა, ვენდობი, არ ვენდობი ეს არის მეორე კატეგორიის საკითხები. კონსტიტუციამ პრეზიდენტს ეს ვალდებულება დააკისრა და ის ასრულებს, ამის შემდეგ ჯერი სასამართლოზე იქნება, ახლა სასამართლომ აჩვენოს რისი შემძლეა“, - განაცხადა ბესელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა