პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ისრაელმა ღაზაში კიდევ 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ნახვები: 544 ისრაელმა ღაზაში კიდევ 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბში იპოვეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.

„პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს „ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ მივაღწევდით. ცხედრები იპოვეს რაფაჰში ბრძოლის დროს გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ ფარჰან ალ-ქადი გადავარჩინეთ,” - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად, დაახლოებით, 250 ადამიანი აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა