კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით მათიკაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული წესი

ნახვები: 498 დავით მათიკაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული წესი

საქართველოს, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ წესს და წესრიგს, როგორ წყდება დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტისა თუ ცნობის საკითხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, წესი ყველაზე ვრცელდება და გამონაკლისი ვერ დაიშვება ვერც „ლეიბორისტული პარტიის", ვერც სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელის მიმართ.

„ამ შემთხვევაში, ცხადია, ვერ იქნება გამონაკლისი ვერც შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია" თუ პარტია „ლელო" ან სხვა რომელიმე პარტია. ასე რომ, ვიდრე პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტილებას მიიღებენ ამა თუ ნაბიჯთან მიმართებით, ალბათ კარგად არის გასაანალიზებელი, კანონმდებლობაა შესასწავლი, რა შედეგები მოსდევს მაგალითად, პარლამენტში სესიების ნახევარზე მეტის არდასწრებას, უარს საპარლამენტო მანდატზე, სიის ჩახსნას, უარს დანარჩენ სიაზე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა