პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბადრი ჯაფარიძე - ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს

ნახვები: 527 ბადრი ჯაფარიძე - ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს

„ქართულ ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩვეული ხრიკებით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„ქართულ ოცნებას" არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების არანაირი ინტერესი არ ჰქონია, რაზეც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პასუხი გასცა.

"ქართული ოცნება" ჩვეული ხრიკებით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ცხადია, ეკლესიამ გასცა პასუხი მათ ვითომდა ინიციატივას, იმიტომ რომ ცხადია, "ქართულ ოცნებას" აქ არანაირი ინტერესი არ ჰქონია არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების, ჰქონდა საარჩევნო მიზნები და მასზე მიიღო ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. შესაბამისად, ეს ხრიკი მათ ჩაუვარდათ," - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვადების დასრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

"ახლა "ქართული ოცნება" დაიწყებს რეპრესიულ მეთოდებს არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეძლებენ დაიმორჩილონ, დაიქვემდებარონ დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორი", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა