კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათელაშვილმა აბუჩად აიგდო პარლამენტი, რეგლამენტი, კონსტიტუცია, მისი ამომრჩეველი-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 399 ნათელაშვილმა აბუჩად აიგდო პარლამენტი, რეგლამენტი, კონსტიტუცია, მისი ამომრჩეველი-ირაკლი ზარქუა

ნათელაშვილს არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ შემოსულიყო პარლამენტში და იმ მანდატის ფარგლებში, რაც არჩეულ დეპუტატს გააჩნია, განეხორციელებინა თავისი გამოცდილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს.

„ნათელაშვილმა აბუჩად აიგდო პარლამენტი, რეგლამენტი, კონსტიტუცია, მისი ამომრჩეველი. იმ კვირას შეიკრიბება საქართველოს უმრავლესობა და შესაბამისად მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მას აქვს უფლება მობრძანდეს ორშაბათს, სამშაბათსაც და შემდეგ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული იმის მოხედვით მოუწევს გაგრძელება მუშაობის. შალიკოს, შალვას გადაეცით, რომ ოფისი კი არა კაბინეტი ჰქონდა და ახლაც აქვს, ჯერ არ აქვს უფლებამოსილება შეწყვეტილი. სამშაბათს სესიაზე გადაწყდება, შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება. მანამდე არანაირი ზედმეტი ოფისების გახსნა არ უნდა, ნუ ატყუებს, ნუ აფერისტობს, ახლაც აქვს კაბინეტი, სადაც არის აბრა გამოკრული, ისევე როგორც ყველა დეპუტატს ჰქონდა პირველივე დღიდან კაბინეტი, სადაც ერთი დღეც არ შესულა. ასე რომ შეეშვას ამ სისულელეებს. მობრძანდეს, ეს დღეები, ხვალ, ზეგ, მაქსიმუმ სამშაბათს, როცა ჩაინიშნება სხდომა, მას აქვს შესაძლებლობა რომ დატკბეს აქ სეირნობით. მგონია, რომ შალვასნაირი პოლიტიკოსები პარლამენტში არ უნდა იყვნენ. მე ჩემი პოზიცია მაქვს არგუმენტირებულად. ერთი დღე არ უმუშავია თავისი ამომრჩევლისთვის, არ ვამბობ საქართველოს მოსახლეობისთვის, და ამაში იღებდა ხელფასს, საწვავის ფულს, ქირის ფულს და ერთი დღე არ ჩასულა ქუთაისში. ამ მიდგომით ადამიანი ჩვეულებრივი მერკანტილისტია, ჩვეულებრივი გამომძალველია და არ არის ასეთების ადგილი პარლამენტში", - განაცხადა ზარქუამ.

შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

შალვა ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ სამშაბათის პლენარულ სხდომაზე მივა. სწორედ მომავალ სასესიო კვირაში უნდა უყაროს პარლამენტმა კენჭი სამი დეპუტატისთვის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას. საკითხზე უკვე იმსჯელა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა