კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ

ნახვები: 512 მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ

თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს, რომელმაც თავის მხრივ, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლა დაემთავრებინა.

სააკაშვილის თქმით, მთელს მსოფლიოს აინტერესებს მისი აზრი, თუმცა „მოსამართლეს და მის პატრონებს - არა“.

„მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ მამთავრებინებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ - თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. „ეკონომისტს“ და მთელს მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ ბ,ატონო მოსამართლე და თქვენს პატრონებს არ აინტერესებთ. ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ. ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვეთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით! ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ვიცხოვრებთ კეთილდღეობაში, მშვიდობაში და დიქტატურის გარეშე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა