კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გუბაზ სანიკიძე: „გამოვრიცხავ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ“

ნახვები: 764 გუბაზ სანიკიძე: „გამოვრიცხავ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ“

„გამოვრიცხავ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ, ფორმულა ძალიან მარტივია - თუ ოპოზიცია გაუძლებს რამდენიმე თვე, ქვეყანაში დაიწყება შეუქცევადი პროცესი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ნიუსრუმი" განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციონერებს ამქვეყნიერ სამოთხეს პირდება, ოღონდ პირობა არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა განადგურდეს.

„ხელისუფლების შემოთავაზებები არის საკმაოდ მრავალფეროვანი - დილით გვემუქრებიან და საღამოს გვიყვავებენ. გუშინ გამოგვიცხადეს ვინც არ შემოხვალთ დეპუტატი აღარ იქნებითო, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია გაყოს ორ ნაწილად: კონსტრუქციულად და რადიკალურად. დანარჩენ ოპოზიციას პირდებიან ამქვეყნიურ სამოთხეებს, ოღონდ პირობა არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა განადგურდეს.

ეს საკმაოდ სერიოზული გამოცდაა ოპოზიციისთვის. ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს ადამიანურ სისუსტეებს და ჯერჯერობით არაფერი გამოსდის, ყველა საკუთარი თავის ქმედებაზე აგებს პასუხს, მე არ ვაპირებ არც ერთი ვარიაციით ამ უკანონო პარლამენტში შესვლას.

ოთხივე პირობაზე კი არა არაფერზე არ მოდიან, იმის ხატის შექმნა, რომ ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციული ურთიერთობისკენ და რაღაცების შეცვლას აპირებს, ყველას მინდა ვურჩიო, რომ არ გადაყლაპონ ეს ამბავი. გამოვრიცხავ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ, ფორმულა ძალიან მარტივია - თუ ოპოზიცია გაუძლებს რამდენიმე თვე ქვეყანაში დაიწყება შეუქცევადი პროცესი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის. რადგან არიან ხარბები და უნდათ 100%-ით მართონ ქვეყანა და მოსახლეობის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს, კი ბატონო, მიირთვით 100%-ით პასუხისმგელობა, ოღონდ ქვეყანას პრობლემები რომ გაუღრმავდება ამ მოსახლეობის ნაწილმაც და „ქართული ოცნების" ნაწილმაც მიხედონ ამ საქმეს", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე აზრით, რიგ ადამიანებს მოლაპარაკებების პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის „მოტეხვა" უნდათ, რაც ძალიან გაუჭირდებათ.

„სააკაშვილი უყურებს ვითარებას ძალიან რეალისტურად, მისი „მოტეხვა" რომ უნდათ ვიღაც-ვიღაცებს ამ ქვეყანაში ეს ფაქტია, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ძალიან გაგიჭირდებათ სააკაშვილის „მოტეხვა" ამ პროცესებიდან. ელჩებსაც გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. რეალობა არის, რომ იქნებ ოპოზიცია და ხელისუფლება დავაკავშიროთ ერთმანეთთან, ეს მათი მხრიდან სწორია, მაგრამ ზეთისა და წყალის აღრევა არ გამოვა ერთმანეთთან. ეს დახურული თემები ძალიან დროში იწელება და ქართველებს არ მოსწონთ შეთქმულების თეორიები, რა არის იქ გასარკვევი, ამდენ ხანს რას არკვევენ?", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა