თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

ნახვები: 436 ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, „რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე ჩავიდა,

„ჩავედი „რამშტაინის“ ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამში“.

მისი თქმით, უკრაინა ელოდება მოკავშირეების „გადაწყვეტილებას“ და საშუალებებს, რომლებიც დაეხმარება კიევს რუსეთის „საჰაერო ტერორის“ შეჩერებაში.

„საჭიროა, დაანონსებული დახმარების პაკეტებიდან ყველა იარაღი ბოლოს და ბოლოს მოხვდეს საბრძოლო ბრიგადებში“, – დაწერა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თხოვნა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „სამართლიან მშვიდობას მოაახლოებს“.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აპირებს შეხვდეს აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს.

გერმანიიდან ზელენსკი იტალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა