Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination

პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე - მეც მთხოვეს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

ნახვები: 519 პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე - მეც მთხოვეს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის წევრების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ განმარტა, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა, პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო „რევოლუციურ მცდელობაში“, ხელისუფლების მხრიდან მათთან შეხვედრა მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ მათი სათქმელი გაუზიაროს, თუმცა გამოჩნდება ეს ყველაფერი რამდენად იქნება შედეგიანი.

„მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის. მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა. გახსოვთ, ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოში ჩამოსული, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და მის შემდეგ რამდენიმე საათში ის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა. პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი და ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრებიც მიუღებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი გაუზიაროს. თუმცა ეს ყველაფერი რამდენად შედეგიანი იქნება, გამოჩნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. გერმანელ სტუმრებს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა, თუმცა ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ გერმანელ სტუმრებთან აუდიენცია არ ჰქონია არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პრემიერ-მინისტრს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა