კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ კორძაია - „ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ

ნახვები: 468 თამარ კორძაია - „ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ

არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, - ასე შეაფასა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებები.

კორძაიას განცხადებით, ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს, რაც დემოკრატიული გზა არ არის.

„არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, ეს დაადასტურა კიდეც გუშინ შალვა პაპუაშვილმა თავისი კომენტარებით გერმანელ კოლეგებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მათ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ. ეს არ არის დემოკრატიული გზა, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა“,- განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გზას ირჩევენ, უნდათ კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა თუ სიღატაკით იზოლაციაში.

„მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის გზა მიდის კეთილდღეობით ევროპაში და ქართული ოცნების“ გზა მიდის იზოლაციასა და სიღატაკისკენ“,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.

„ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, - აცხადებს ჯეიმს ო'ბრაიენი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა