კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ნახვები: 471 გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველომ (OHCHR) გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირების რაოდენობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვმა სულ მცირე 24 614 ადამიანი შეადგინა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ – 11 743.

„2024 წლის აგვისტოში უკრაინაში, სულ მცირე, 184 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 856 კი დაიჭრა, რაც ამ თვეს 2024 წელს მსხვერპლის რაოდენობით მეორე ადგილზე აყენებს ივლისის შემდეგ“, – აღნიშნავენ ყოველთვიური ანგარიშის ავტორები.

მათი მონაცემებით, ივლისში, სულ მცირე, 219 სამოქალაქო პირი მოკლეს და კიდევ 1 018 დაიჭრა.

სამოქალაქო მოსახლეობაში დაზარალებულთა გაზრდილ რაოდენობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველო რუსეთის მხრიდან გახშირებულ მასობრივ იერიშებს უკავშირებს,

ანგარიშის ავტორები გამოყოფენ 26 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიან კოორდინირებულ თავდასხმას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ იერიშის შედეგად უკრაინის 15 რეგიონში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი უკრაინის ათ ოლქსა და კიევშიც. გაერო-ს ცნობით, 2024 წლის 22 მარტიდან ეს იყო მეცხრე მსგავსი თავდასხმა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ აგვისტოში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაინგრა 13 და დაზიანდა 38 საგანმანათლებლო დაწესებულება. ასევე, დაინგრა ორი და დაზიანდა 28 სამედიცინო დაწესებულება.

გაერო-ს მონაცემების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში სულ დაიღუპა 5692 მამაკაცი, 3534 ქალი, 338 არასულწლოვანი ბიჭი და 275 გოგონა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული 28 ბავშვისა და 1876 მოზრდილის სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა