პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ანტონიო გუტერეში - ტანჯვის დონე, რომელსაც ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა

ნახვები: 501 ანტონიო გუტერეში - ტანჯვის დონე, რომელსაც ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა

ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში, უპრეცედენტოა ჩემი, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მანდატის პერიოდში, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

„არასოდეს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ისეთი დონე, როგორსაც ვხედავთ ღაზაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, - აღნიშნა გუტერეშმა.

მან ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ხაზგასმისას აღნიშნა, რომ გაერო-მ მხარეებს ნებისმიერი ზავის მონიტორინგი შესთავაზა, მაგრამ, მისი თქმით, არარეალურია იმის ფიქრი, რომ გაერო-ს შეუძლია ღაზას მომავალთან დაკავშირებით როლის შესრულება მომავალში, ტერიტორიის ადმინისტრირებით ან სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფით, ვინაიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი გაერო-ს როლს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ გვთხოვა. საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, კერძოდ, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“, - აღნიშნა გუტერეშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა