პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დონალდ ტრამპი კითხვაზე, სურს თუ არა, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს - მე მსურს, ომი შეწყდეს

ნახვები: 503 დონალდ ტრამპი კითხვაზე, სურს თუ არა, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს - მე მსურს, ომი შეწყდეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდეტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება შეუძლია.

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსთან სატელევიზიო დებატების დროს მოდერატორ დევიდ მიურის კითხვაზე, როგორ დაასრულებს ის ომს და სურს თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს, ტრამპმა უპასუხა: „მინდა, რომ ომი შეწყდეს, მინდა გადარჩნენ ადამიანები, მილიონობით ადამინს კლავენ”.

მისი მტკიცებით, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ”მე მოვაგვარებ ამას მანამდეც კი, სანამ პრეზიდენტი გავხდები”, - აღნიშნა ტრამპმა.

როდესაც სთხოვეს, განემარტა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, არის თუ არა აშშ-ის საუკეთესო ინტერესებში უკრაინის მიერ ომის მოგება, ტრამპმა უპასუხა:

”ვფიქრობ, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია, რომ ეს ომი დასრულდეს და უბრალოდ დასრულდეს - შეთანხმებაზე მოლაპარაკება, რადგან ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყველა ამ ადამიანის სიცოცხლის განადგურება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა